ღირშესანიშნაობა: მღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 მ-დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 მ-ს უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 მ-ში ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 მ-ია, შუაში კი - 4,5 მ. მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები.
მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.
to share – to copy, distribute and transmit the work
to remix – to adapt the work
Under the following conditions:
attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.